სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 20/29 - 01
10.09.2024
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ღაღანიძე გიორგი - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი თოდუა ნუგზარ;
გ) პროფესორი ნარმანია დავით;
დ) პროფესორი საბაური ლევან;
ე) პროფესორი სიჭინავა დემურ;
ვ) პროფესორი შენგელია თემურ;
ზ) პროფესორი ხელაშვილი იოსებ;
თ) ასოცირებული პროფესორი კაციტაძე ნანა;
ი) ასოცირებული პროფესორი პაიჭაძე ნუგზარ;
კ) ასოცირებული პროფესორი ღუდუშაური ლეილა;
ლ) ასოცირებული პროფესორი ჩოხელი ეკა;
მ) ასოცირებული პროფესორი ხარაძე ნატალია;
ნ) ასოცირებული პროფესორი კაკაშვილი ნატო - კომისიის მდივანი.
2. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების საგანამანათლებლო პროგრამის მიმართულებით (მოდული - მენეჯმენტი), განხორციელდება 2024 წლის 19 სექტემბერს, 10.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე